რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოთავსებულ შუახნის მამაკაცს, რომელიც აფეთქების შედეგად დაშავდა, ზედაპირული დაზიანებები აღენიშნება
რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოთავსებულ შუახნის მამაკაცს, რომელიც ფილარმონიასთან მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავდა, ზედაპირული დაზიანებები აღენიშნება.
როგორც საქართველოს პირველ არხს რესპუბლიკურ საავადმყოფოში განუცხადეს, მისი მდგომარეობა მძიმე არ არის. მათი თქმით, ამ წუთებში პაციენტს კვლევები უტარდება.
თბილისში, ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, სამი კი დაშავდა.