რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული ცხრა პაციენტი მკურნალობს, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია
თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 30 პაციენტი მკურნალობს, მათ შორის ცხრა კორონავირუსით ინფიცირებულია.
როგორც კლინიკის დირექტორმა, ლევან გოფოძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა, ინფიცირებულების ზოგადი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მისივე თქმით, სტაციონარში ხვალ 11 ტესტის პასუხს ელოდებიან, აქედან ცხრა პირველადი, სამი კი განმეორებითი ტესტია.
„ჩვენთან სულ არის 30 პაციენტი, აქედან ცხრა ინფიცირებულია. გამოჯანმრთელებას ხვალ ველოდებით მინიმუმ ორი პაციენტის. ვნახოთ, რა შედეგებს მივიღებთ. შესაძლებელია, სამი გამოჯანმრთელებულიც გვყავდეს. ზოგადი მდგომარეობით, ყველას მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. დღეს ასევე გაკეთდა ცხრა პირველადი ტექსტი, ცხელების ზონიდან. ვფიქრობ ჯერ სტაბილურად მივდივართ. უკვე დადგენილებაც გამოვიდა, რომ 15-დან ისევ ნელნელა ჩვენს საქმიანობას დავუბრუნდებით და კლინიკა ჩვეულებრივ იფუნქციონირებს. ხვალისთვის ველოდებით ცხრა პირველადი და სამი განმეორებითი ტესტის პასუხებს. მცირეწლოვანი პაციენტი კლინიკაში არ გვყავს, გვყავს მხოლოდ ერთი არასრულწლოვანი, 17 წლის პაციენტი“,- განაცხადა ლევან გოფოძემ.