რესპუბლიკურ საავადმყოფოში დაკვირვების ქვეშ 33 ადამიანი იმყოფება
რესპუბლიკურ საავადმყოფოში დაკვირვების ქვეშ 33 ადამიანი იმყოფება

რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის, ლევან გოფოძის ინფორმაციით, რესპუბლიკურ საავადმყოფოში დაკვირვების ქვეშ იმყოფება 33 პირი.

მისივე თქმით, განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ორ პაციენტს.

„ამ დროისთვის, რესპუბლიკურ საავადმყოფოში რჩება 33 მოქალაქე, მათგან მხოლოდ ორ აღენიშნებოდა გუშინ საღამოს ცხელება, დაახლოებით 37.5-37.7 გრადუსამდე. შესაბამისად, გამოკვლევები უტარდებათ ამ პაციენტებს. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ამ ორ ადამიანს. დანარჩენების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“, – განაცხადა ლევან გოფოძემ.

რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი არ გამორიცხავს, რომ ამ ორ პაციენტს კორონავირუსზე განმეორებითი ტესტი ჩაუტარდეს.

„ჩვენ არ ველოდებით ლუგარის ლაბორატორიიდან პასუხებს, თუმცა ვფიქრობთ, რომ მივმართავთ დაავადებათა კონტროლის ცენტრს, რომ თუ ჩათვლიან საჭიროდ, ამ ორ შემთხვევაში განმეორებითი ანალიზი გაკეთდეს, თუმცა უნდა აღინიშნოს ამ ორ პაციენტს ჩვენთან შემოყვანისას ჰქონდათ უარყოფითი პასუხი კორონავირუსთან დაკავშირებულ ტესტზე“, – განაცხადა გოფოძემ.

მისივე თქმით, კლინიკა ამ დროისათვის შვიდმა ადამიანმა დატოვა და ისინი თვითიზოლაციაში იმყოფებიან.