რესპუბლიკურ საავადმყოფოში 44 კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს, მათგან ორის მდგომარეობა საყურადღებოა
რესპუბლიკური საავადმყოფოს გადაუდებელი სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელის, თეა თავართქილაძის ინფორმაციით, კლინიკაში 44 კოვიდინფიცირებული პაციენტი აგრძელებს მკურნალობს, რომელთაგან ორის მდგომარეობა საყურადღებოა.
მისივე თქმით, ერთი ინფიცირებული პაციენტი გამოჯანმრთელდა და ის კლინიკას სავარაუდოდ დღეს დატოვებს.
ამასთან, კლინიკაში გამოჯანმრთელებაზეკიდევ ექვსი პაციენტის ანალიზის პასუხს ელოდებიან.
„ამ ეტაპზე, ჩვენს საავადმყოფოში არის 66 პაციენტი. კოვიდინფიცირებული არის 44 პაციენტი. ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა და სავარაუდოდ დღეს დატოვებს კლინიკას. ველოდებით ექვსი პაციენტის ტესტირების პასუხს და ამის მიხედვით გადაწყდება, ეს პაციენტები როდის დატოვებენ კლინიკას.
რაც შეეხება ახალ პაციენტებს, ახალი კოვიდინფიცირებული არ დაგვმატებია. ყველა კოვიდინფიცირებული პაციენტის მდგომარეობა არის სტაბილური, ორის მდგომარეობა ადის საყურადღებო და მძიმე. არც ერთი მათგანი არ იმყოფება მართვით სუნთქვაზე. რეანიმაციულ განყოფილებაში 20 პაციენტია მოთავსებული“, – აღნიშნა თავართქილაძემ.