რესპუბლიკურ საავადმყოფოში 13 გამოკვლეული პაციენტიდან კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა
რესპუბლიკურ საავადმყოფოში 13 გამოკვლეული პაციენტიდან კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა, – ამის შესახებ საავადმყოფოს დირექტორმა, ლევან გოფოძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
მისივე თქმით, ამჟამად საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 45 პაციენტი მკურნალობს.
„ამჟამად 64 პაციენტი განაგრძობს მკურნალობას, აქედან 45 კოვიდინფიცირებულია. 13 ანალიზი გაიგზავნა ტესტირებაზე, რომლის პასუხებიც უარყოფითია. დამაკმაყოფილებელია ყველას ჯანმრთელობის მდგომარეობა. საერთო პოზიცია ყველასი არის ძალიან ნორმალური, უკეთესობისკენ მივდივართ“, – განაცხადა ლევან გოფოძემ.