რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 42 პაციენტი აგრძელებს მკურნალობას
რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსისგან ექვსი პაციენტის გამოჯანმრთელებას ელოდებიან.
როგორც კლინიკაში აცხადებენ, საავადმყოფო ხვალ შესაძლოა, ერთი ოჯახის ოთხმა წევრმა დატოვოს. ამასთან, ხვალ სამედიცინო დაწესებულებაში „კოვიდ 19“-ზე ათი პირისთვის ჩატარებული ტესტის პასუხიც გახდება ცნობილი.
კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული სულ 42 პაციენტია მოთავსებული.