„რესპუბლიკური პარტიის" ინფორმაციით, სასამართლომ ცესკო-ს წინააღმდეგ მათი სარჩელი დააკმაყოფილა
„რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარის, ხათუნა სამნიძის ინფორმაციით, საქალაქო სასამართლომ „რესპუბლიკური პარტიის” სარჩელი 2020 წლის არჩევნებში რეგისტრაციის საკითხზე, დააკმაყოფილა.
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ „რესპუბლიკურ პარტიას” 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის რეგისტრაციაზე 17 ივლისს უარი უთხრა. შესაბამისი განკარგულება ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. ცესკო-მ რეგისტრაციაზე უარის მიზეზად ვადების დარღვევა დაასახელა. როგორც ცესკო-ში განმარტეს, მოქალაქეთა პოლიტიკურმა გაერთიანებამ “რესპუბლიკურმა პარტიამ” ცესკო-ში ვადაგადაცილებით შეიტანა დოკუმენტაცია.
„რესპუბლიკური პარტიის” წარმომადგენელი ხათუნა სამნიძე აცხადებს, რომ პარტიას ვადები არ დაურღვევია და შესაბამისად, ცესკო-ს გადაწყვეტილება არასწორია.