რესპუბლიკის მოედნის მიმდებარედ მყოფი გარემოვაჭრეები აცხადებენ, რომ მერიის წარმომადგენლებმა პარლამენტის წინ გადასვლა მოსთხოვეს, რასაც არ ეთანხმებიან
საქართველოს პირველი რესპუბლიკის მოედანზე, საახალწლო ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე თბილისის მერიის წარმომადგენლებმა გარემოვაჭრეებს პარლამენტის შენობის წინ გადასვლა მოსთხოვეს.
როგორც გარემოვაჭრეები ამბობენ, მათ მერიიდან 13 იანვრამდე ვაჭრობის ნებართვა ჰქონდათ, თუმცა დღეს განუცხადეს, რომ პარლამენტის წინ უნდა გადაინაცვლონ.
როგორც ისინი ამბობენ, მერიის მოთხოვნის შესრულებას არ აპირებენ და ადგილზე დარჩებიან, ხოლო თუ მუნიციპალიტეტი პოზიციას არ შეიცვლის, ხვალ მერიასთან აქციას გამართავენ.
ადგილზე იმყოფებიან მუნიციპალური ინსპექციის წარმომადგენლები და სამართალდამცველები.