რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტამდე ქალთა აქცია-მსვლელობა გაიმართა.
ორგანიზატორების განცხადებით, ისინი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს ეწინააღმდეგებიან და ამ ფორმით გამოხატავენ მხარდაჭერას იმ ახალგაზრდული ორგანიზაციების მიმართ, რომლებიც საპროტესტო გამოსვლას პარლამენტთან ისევ აპირებენ.
მსვლელობის მონაწილეები რესპუბლიკის მოედნიდან საკანონმდებლო ორგანოსთან მივიდნენ, სადაც საღამოს დაგეგმილი აქციის მონაწილეებს შეუერთდებიან.