თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე საახალწლო ღონისძიებებისთვის მზადება გრძელდება. დილიდან მონტაჟდება გალაკონცერტისთვის სცენა.
მთელი დღის განმავლობაში დაგეგმილია სხვადასხვა გასართობი ღონისძიება – 14:00 საათზე მაკნატუნების მარში, 15:00 საათზე პროექტი – „მოგზაურობა წიგნებში“,17:00 საათზე მეკოს სტუდია (საბავშვო კონცერტი);
19:00 საათზე კი გიორგი მანაგაძის ბენდის კონცერტია დაგეგმილი.