რესპუბლიკელი სენატორი დონალდ ტრამპის მიერ არჩევნების შედეგების გასაჩივრების დასაფინანსებლად 500 000 დოლარს გამოყოფს
რესპუბლიკელი სენატორი დონალდ ტრამპის მიერ არჩევნების შედეგების გასაჩივრების დასაფინანსებლად 500 000 დოლარს გამოყოფს

რესპუბლიკელი სენატორი ლინდსი გრეჰემი დონალდ ტრამპის მიერ არჩევნების შედეგების გასაჩივრების დასაფინანსებლად 500 000 დოლარს გამოყოფს.

„დარღვევების შესახებ ბრალდებები გასაოცარია. დღეს აქ ვარ, რათა მხარი დავუჭირო დონალდ ტრამპს, რადგან ის მე მიჭერდა მხარს. მისი წყალობით სენატში უმრავლესობა გვეყოლება“, – განაცხადა „ფოქსნიუსთან“ ინტერვიუში ლინდსი გრეჰემმა.

დონალდ ტრამპმა აშშ-ის 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისას დარღვევებისა და გამჭვირვალეობის ნაკლებობის თაობაზე საჩივარი რამდენიმე შტატში შეიტანა.

სასამართლო პროცესებისთვის ემზადება დემოკრატიული პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატი ჯო ბაიდენიც. ბაიდენის საარჩევნო კამპანიის მენეჯერი მხარდამჭერებს ბაიდენის იურისტებისთვის შექმნილ ფონდში თანხის გადარიცხვისკენ მოუწოდებს.