„რესპუბლიკელი“ სენატორების უმრავლესობა დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის წინააღმდეგ გამოდის
„რესპუბლიკელი“ სენატორების უმრავლესობა ტრამპის იმპიჩმენტის წინააღმდეგ გამოდის. როგორც ამერიკული მედია წერს, 26 იანვარს სენატში გამართულ სხდომაზე კენჭი უყარეს კენტუკის სენატორის რენდ პოლის ინიციატივას, რომელიც ტრამპის იმპიჩმენტის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვდა.
მიუხედავად იმისა, რომ ეს ინიციატივა საბოლოო ჯამში არ დაამტკიცეს, კენჭისყრის შედეგად ტრამპის იმპიჩმენტის არაკონსტიტუციურად გამოცხადებას მხარი 50 „რესპუბლიკელი“ სენატორიდან 45-მა დაუჭირა და მხოლოდ ხუთი „რესპუბლიკელი“ დაეთანხმა ტრამპის წინააღმდეგ ბრალის წაყენებას.
შეგახსენებთ, რომ დემოკრატები აშშ-ის 45-ე პრეზიდენტს იმპიჩმენტი 13 იანვარს გამოუცხადეს. ოპონენტები ტრამპს 6 იანვარს კაპიტოლიუმის შენობაში მისი მომხრეების შეჭრის წაქეზებაში ადანაშაულებენ.
იმპიჩმენტის პროცესის წარმატებით დასასრულებლად აუცილებელია, რომ ამ წინადადებას მხარი 50 დემოკრატთან ერთად, კიდევ 17-მა „რესპუბლიკელმაც“ დაუჭიროს.