„რესპუბლიკელი“ კონგრესმენი დონალდ ტრამპის იმპიჩმენტს ითხოვს. ჯასთინ ამაშის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტი „ჩართულია ისეთ ქმედებებში“, რაც „იმპიჩმენტისთვის საკმარისი საფუძველია“.
ამაშმა ასევე მკაცრად გააკრიტიკა აშშ-ის გენერალური პროკურორი უილიამ ბარი. მისი თქმით, ბარმა შეცდომაში შეიყვანა საზოგადოება, როდესაც სპეცპროკურორ რობერტ მიულერის მიერ ჩატარებული გამოძიების შესახებ არასწორი დასკვნა გამოაქვეყნა.
ბარის დასკვნაში ნათქვამია, რომ გამოძიება დონალდ ტრამპის რუსეთთან კავშირი და მისი მხრიდან კანონის დარღვევა არ გამოავლინა.
ჯასტინ ამაში კონგრესში მიჩიგანის შტატს წარმოადგენს. ის პირველი რესპუბლიკელია, რომელმაც აშშ-ის პრეზიდენტის იმპიჩმენტი მოითხოვა.