რესპუბლიკელები დონალდ ტრამპს აფრთხილებენ, ხელი არ შეუშალოს სპეციალური პროკურორის გამოძიებას
აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს რესპუბლიკელები აფრთხილებენ, ხელი არ შეუშალოს სპეციალური პროკურორის, რობერტ მიულერის გამოძიებას.
მათი განცხადება აშშ-ის 2016 წლის არჩევნებში რუსეთის ჩარევის შესახებ მიულერის კვლევაზე ტრამპის თავდასხმას მოჰყვა.
ტრამპმა Twitter-ის საკუთარ გვერდზე კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მის გუნდსა და რუსეთს შორის არავითარ გარიგებას ადგილი არ ჰქონია და რომ მიულერის გამოძიება „ალქაჯებზე ნადირობას“ ჰგავს. მისივე თქმით, ამ დევნის სათავეში დამარცხებული დემოკრატები ფიგურირებენ.
ფედერალური საგამოძიებო ბიუროს ყოფილი ხელმძღვანელი რობერტ მიულერი თავადაც რესპუბლიკელია.