რესან კონცელიძე უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს გიორგი გახარიასთან გაერთიანებას აპირებს
ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში რესან კონცელიძე კატეგორიულად უარყოფს რამდენიმე მედიასაშუალებით გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ დატოვებს „ქართულ ოცნებას“ და ყოფილი პრემიერის გიორგი გახარიას გუნდში გადავა.
კონცელიძე გავრცელებულ ინფორმაციას სპეციალური ბრიფინგით გამოეხმაურა.
„მე ვარ ბათუმის მაჟორიტარი და არავითარი შემოთავაზება არ მქონია. ამირჩიეს ბათუმელებმა „ქართული ოცნებიდან“ და ვალდებულებები მათ მიმართ მაქვს. ამ ვალდებულებების ერთგული ვრჩები და გავაგრძელებ საქმიანობას „ქართული ოცნების“ გუნდში, არ ვაპირებ სხვა გუნდში გადასვლას. ვმუშაობ ბათუმელებთან და უფლებამოსილების ვადაში ვიქნები ერთგული. ჩემთვის გაუგებარია, რატომ მოხვდა ჩემი სახელი და გვარი იმ სიაში, რომელიც გავრცელდა“, – განაცხადა რესან კონცელიძემ.