რექს ტილერსონი ვაშინგტონში ბალტიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდა
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი რექს ტილერსონი ვაშინგტონში ბალტიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდა.
როგორც შეხვედრის დაწყებამდე რექს ტილეროსნმა აღნიშნა, ბალტიის ქვეყნებთან თანამშრომლობა მნიშვნელოვანია როგორც აშშ-სთვის, ისე ნატო-სთვის.
ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ რუსეთის დეზინფორმაციის წინააღმდეგ საბრძოლველად უფრო მეტი სამუშაოა გასაკეთებელი.
როგორც ცნობილია, 3 აპრილს დონალდ ტრამპი თეთრ სახლში ლატვიის, ლიტვისა და ესტონეთის პრეზიდენტებს უმასპინძლებს, რა დროსაც მათთან ტრანსატლანტიკურ თანამშრომლობას და ნატო-ს აღმოსავლეთის ფლანგის გაძლიერებას განიხილავს.
ესტონეთის პრეზიდენტის ოფისის ინფორმაციით, ბალტიის ქვეყნებისა და აშშ-ს პრეზიდენტების შეხვედრა ლატვიის, ლიტვისა და ესტონეთის დამოუკიდებლობის 100 წლისთავთან დაკავშირებით გაიმართება.