რელიგიური ჯგუფის ლიდერმა, რომელსაც სამხრეთ კორეაში კორონავირუსის გავრცელებაში ადანაშაულებენ, ბოდიში მოიხადა
რელიგიური ჯგუფის ლიდერმა, რომელსაც სამხრეთ კორეაში კორონავირუსის გავრცელებაში ადანაშაულებენ, ბოდიში მოიხადა

რელიგიური ჯგუფის ლიდერი ლი მან-ჰი, რომელსაც სამხრეთ კორეაში კორონავირუსის გავრცელებაში ადანაშაულებენ, მთავრობასა და ხალხს ბოდიშს უხდის. ამის შესახებ განცხადება ლი მან-ჰიმ საგანგებო პრესკონფერენციაზე გააკეთა.

„ჩვენ ყველა ღონე ვიხმარეთ, მაგრამ ვირუსის გავრცელების შეჩერება ვერ შევძელით“, – განაცხადა ლი მან-ჰიმ.

სიტყვით გამოსვლის შემდეგ ლი მან-ჰი მუხლებზე დადგა და პატიება ასეთი ფორმით ითხოვა.

ბოლო ცნობებით, სამხრეთ კორეაში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი 476-მდე გაიზარდა. ვირუსით ინფიცირებულთა უმეტესობა სინჩჰონჯის სახელით ცნობილი ეკლესიის მიმდევარია ან მათი ახლობელია.

„ალ ჯაზირას“ ცნობით, აღნიშნული რელიგიური ჯგუფის ლიდერის წინააღმდეგ გამოძიება უკვე დაიწყო. როგორც მთავრობა ამტკიცებს, ლი მან-ჰიმ კორონავირუსის საფრთხის შესახებ რელიგიური ჯგუფის წევრებს დროული და ზუსტი ინფორმაცია არ მიაწოდა.