რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტურ ეკლესიასა და მის მრევლს ღვთისმშობლის ხარების დღესასწაულს ულოცავს
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტურ ეკლესიასა და მის მრევლს ღვთისმშობლის ხარების დღესასწაულს ულოცავს

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტურ ეკლესიასა და მის მრევლს ღვთისმშობლის ხარების დღესასწაულს ულოცავს.

ინფორმაცია ამის შესახებ რელიგიის სააგენტოს ვებგვერდზეა განთავსებული.

„7 აპრილს, საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია ხარების დღესასწაულს აღნიშნავს. ქრისტოლოგიაში ხარების დღესასწაული კაცობრიობის ხსნის დასაწყისად და საუკუნეების მანძილზე დაფარული ღვთის საიდუმლოს გამოცხადების დღესასწაულად ითვლება.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტურ ეკლესიასა და მის მრევლს ღვთისმშობლის ხარების დღესასწაულს და სიკეთესა და წარმატებებს უსურვებს მათ“, – ნათქვამია რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციაში.