რეკორდული გაუფასურების შემდეგ ნავთობის ფასი გაიზარდა. 21 აპრილს აზიურ ბირჟებზე ამერიკული ნავთობი (WTI) 1.10 დოლარი ღირდა.
კორონავირუსის პანდემიის გამო, ნავთობზე მოთხოვნა რეკორდულად შემცირდა. შედეგად, ნავთობის ფასი 0-ს ქვემოთ ჩამოვიდა. 20 აპრილს დღის ბოლოს, ნიუ იორკის ბირჟაზე ერთი ბარელი WTI-ი -37,63 დოლარი ღირდა.
ნავთობის გაუფასურების შესაჩერებლად „შავი ოქროს“ ექსპორტიორი ქვეყნები და მათი პარტნიორები მაისსა და ივნისში მოსაპოვებელი ნავთობის შემცირებაზე შეთანხმდნენ. თუმცა, ეს შეთანხმება ჯერ ფასების დინამიკაზე არ ასახულა.