რეჯეფ ტაიპ ერდოღანი მოსკოვში 22 ნოემბერს ჩავა
რეჯეფ ტაიპ ერდოღანი მოსკოვში 22 ნოემბერს ჩავა

რეჯეფ ტაიპ ერდოღანი 22 ნოემბერს მოსკოვში ჩავა. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს. მიმდინარე თვეში, ეს ერდოღანისთვის რუსეთში უკვე მეორე ვიზიტი იქნება.

თურქეთის პრეზიდენტი რამდენიმე დღის წინ იყო ჩასული სოჭში, სადაც რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შეხვდა. ლიდერების საუბარი დაგეგმილი ორი საათის ნაცვლად, ოთხი საათი გაგრძელდა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, რუსეთისა და თურქეთის პირველმა პირებმა განაცხადეს, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები სრულადაა აღდგენილი. ასევე, როგორც მათ განაცხადეს, რუსეთი და თურქეთი ახალ და ძალიან მნიშვნელოვან საფეხურზე გადავიდნენ.