რეჯეფ ტაიპ ერდოღანი პრეზიდენტობის ოპოზიციონერ კანდიდატს სასამართლოში უჩივის
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ტაიპ ერდოღანი ოპოზიციური, სახალხო-რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატს სასამართლოში უჩივის. პრეზიდენტის განრისხება მუჰარემ ინჯეს გამონათქვამმა გამოიწვია, რომლის მიხედვითაც, ერდოღანი 2001 წელს პარტიის ჩამოყალიბების დროს, აშშ-ში მქადაგებელ ფეთჰულა გიულენთან, ნებართვის მისაღებად იმყოფებოდა.
აღსანიშნავია, რომ სწორედ ფეთჰულა გიულენს მოიაზრებს თურქეთის ხელისუფლება 2016 წლის 15 ივლისს, არშემდგარი სამხედრო ამბოხის ორგანზატორად.
პრეზიდენტის განცხადებით, რომელიც მან ადგილობრივი მედიასთან გააკეთა, ნებართვისთვის პენსილვანიაში გამგზავრება არ ესაჭიროებოდა. ერდოღანის ადვოკატი აღნიშნავს, რომ პოლიტიკოსის ბრალდება სიმართლეს არ შეესაბამება და ერდოღანზე თავდასხმას წარმოადგენს.
თურქეთის პრეზიდენტი ოპოზიციონერი პოლიტიკოსისგან კომპენსაციის სახით, 100 ათას თურქულ ლირას მოითხოვს.