რეჯეფ თაიპ ერდოღანი - ოლაფ შოლცს თურქეთისთვის Eurofighter-ების მიყიდვაზე შეზღუდვის მოხსნაზე ნეგატიური პოზიცია არ ჰქონია
თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიპ ერდოღანმა გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცს მოუწოდა, ანკარასთვის Eurofighter-ის ტიპის გამანადგურებლების მიყიდვაზე შეზღუდვა მოხსნას.
ერდოღანისა და შოლცის შეხვედრა ნატო-ს სამიტის ფარგლებში გაიმართა.
როგორც თურქეთის ლიდერი აცხადებს, შოლცს საკითხთან დაკავშირებით ნეგატიური პოზიცია არ ჰქონია.
მისი თქმით, ლიდერებმა, ასევე, ისაუბრეს სამხედრო ხომალდებისთვის ძრავების შეძენაზე.
„ჩვენ ასევე გვსურს, შევიძინოთ კომპანია Siemens-ის ტურბინები, რომლებიც ჩვენი „აკკუიუს“ ატომური ელექტროსადგურისთვის მნიშვნელოვანი კომპონენტია“, – განაცხადა ერდოღანმა.
შეგახსენებთ, გერმანიის მთავრობა თურქეთისთვის Eurofighters-ის მიყიდვას ბლოკავს ანკარს მიერ რუსული S-400-ის საჰაერო თავდაცვის სისტემის შეძენის, სირიაში ქურთების წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებების და ნატო-ში შვედეთის წევრობის რატიფიცირების შეფერხების გამო.
რაც შეეხება თურქეთს, ის Eurofighters-ის შესყიდვას საბერძნეთის მიერ ფრანგული Rafale ტიპის თვითმფრინავების და აშშ-ის F-35-ების დაგეგმილი შესყიდვის საპასუხოდ ცდილობს.