რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა
თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და ვლადიმერ პუტინმა სირიის კრიზისზე, კონკრეტულად კი იდლიბის პროცინციაში არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს.
კრემლის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ შესაბამისი უწყებების დონეზე მოლაპარაკების პროცესი გაგრძელდება.