რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და ანგელა მერკელს შორის ონლაინშეხვედრა გაიმართა
თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს შორის ვიდეოკონფერენციის ფორმატში შეხვედრა გაიმართა. საუბრისას მხარეებმა ორმხრივი და რეგიონალური საკითხები განიხილეს.
ერდოღანთან საუბრისას მერკელი ლიბიის საკითხს შეეხო და აღნიშნა, რომ ამ ქვეყნიდან უცხოური სამხედრო ძალების გაყვანა იქნება „მნიშვნელოვანი სიგნალი“, რადგან ორივე ლიდერი მხარს უჭერს ადგილზე ახალი, გარდამავალი მთავრობის ჩამოყალიბებას.
მხარეებმა ასევე ისაუბრეს კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ განხორციელებულ ქმედებებზე, სირიის კონფლიქტსა და კვიპროსის საკითხზე.