რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თურქეთში სომეხთა სათვისტომოს სულიერ ლიდერს მიმართა
რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თურქეთში სომეხთა სათვისტომოს სულიერ ლიდერს მიმართა

როგორც თურქეთის სახელმწიფო სააგენტო „ანადოლუ“ იუწყება, თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თურქეთში სომეხთა სათვისტომოს სულიერ ლიდერს მიმართა.

თურქეთის პრეზიდენტმა სომხეთის კონსტანტინოპოლის ეპარქიის პატრიარქ სააკ მაშალიანისადმი წერილში „პირველი მსოფლიო ომის დროს დაღუპული სომხებისა და ოსმალეთის იმპერიის ყველა მცხოვრების შთამომავლებს მიუსამძიმრა“.

„ჩვენ არასდროს დაგვიშვია და არ დავუშვებთ რომელიღაც მოქალაქის დისკრიმინაციას, მრწამსისა თუ იდენტობის გამო“, – წერს თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი.

„ჩვენ არ დავუშვებთ, რომ იმ წრეებმა მიაღწიონ თავიანთ მიზნებს, რომლებიც ცდილობენ ისტორიული რეალობის მტრობად გადაქცევას და უგულველყოფენ ანატოლიის გულში დაბადებულ ჩვენს ერთიანობას“, – წერს თურქეთის პრეზიდენტი.

ერდოღანმა მიუსამძიმრა „სომეხთა და ოსმალეთის იმპერიის ყველა მცხოვრებთა შთამომავლებს, რომლებიც პირველი მსოფლიო ომის დროს საშინელ პირობებში დაიღუპნენ“.