რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ქემალ ქილიჩდაროღლუს მიმართა - ნახვამდის, ქემალ
რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ქემალ ქილიჩდაროღლუს მიმართა - ნახვამდის, ქემალ

ნახვამდის, ქემალ, – ასე მიმართა თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საპრეზიდენტო არჩევნებში თავის მთავარ მოწინააღმდეგეს, ოპოზიციონერ კანდიდატს, ქემალ ქილიჩდაროღლუს.

„ჩვენ ჯერ კიდევ ველოდებით ქემალ ქილიჩდაროღლუს, რომ უპასუხოს შედეგებს, რომლებიც მხოლოდ ერთი მიმართულებით მიდის“, – აღნიშნა ერდოღანმა.

რეჯეფ თაიფ ერდოღანის განმარტებით, „შედეგები მისი მმართველობის მომდევნო ხუთი წლისკენ მიდის“.

„ერთადერთი გამარჯვებული არის თურქეთი“, – მიმართა ედროღანმა მხარდამჭერებს სტამბოლში.

თურქეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართა. თურქეთის უმაღლესი საარჩევნო საბჭოს წინასწარი მონაცემებით, არჩევნებში რეჯეფ თაიფ ერდოღანი ლიდერობს.