რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ ქვეყანაში საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები 14 მაისს გაიმართება
რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ ქვეყანაში საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები 14 მაისს გაიმართება

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ ქვეყანაში საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები 14 მაისს გაიმართება. ბურსაში მხარდამჭერებთან შეხვედრაზე ერდოღანმა თქვა, რომ ხელისუფლება არჩევნებში ახალგაზრდების აქტიურად მონაწილეობას იმედოვნებს.

დასავლური მედია წერს, რომ, საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვების თანახმად, საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები დაძაბული იქნება და ერდოღანისთვის ორი ათწლეულის განმავლობაში ხელისუფლებაში ყოფნის განმავლობაში ყველაზე სერიოზულ გამოცდად განიხილება.

თურქეთში საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების ჩატარება 18 ივნისს იგეგმებოდა, მაგრამ თურქეთის პრეზიდენტმა ერდოღანმა მანამდე მიანიშნა, რომ არჩევნების თარიღი შეიძლება, გადაწეულიყო. თურქეთის მმართველი პარტიის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა მანამდე განაცხადა, რომ ივნისის არჩევნები დაემთხვევა ზაფხულის არდადეგების სეზონს, როდესაც ხალხი დასასვენებლად მიემგზავრება.