რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ისრაელს მოუწოდა, შეწყვიტოს „სიგიჟე“ და თავდასხმა ღაზის სექტორზე
თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ღაზაში სახმელეთო თავდასხმების შემდეგ ისრაელს მოუწოდა, შეწყვიტოს „სიგიჟე“ და თავდასხმა ღაზის სექტორზე.
„განუწყვეტლივ მზარდი დაბომბვების სამიზნეები ღაზაზე ისრაელის მხრიდან კიდევ ერთხელ გახდნენ ქალები, ბავშვები და მშვიდობიანი მოსახლეობა, რაც გააღრმავებს მიმდინარე ჰუმანიტარულ კრიზისს“, – აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში.
ერდოღანმა თურქეთის მოსახლეობას სთხოვა, შეუერთდეს სტამბოლში, ათათურქის აეროპორტში დღეს დაგეგმილ აქციას, რომელიც პალესტინელებისადმი მხარდაჭერის გამოხატვის მიზნით უნდა გაიმართოს.
მედიის ცნობით, აქციაზე, სავარაუდოდ, თურქეთის პრეზიდენტი სიტყვით წარდგება.