რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და ვლადიმერ პუტინმა სატელეფონო საუბრისას უკრაინისა და სირიის საკითხები განიხილეს
რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და ვლადიმერ პუტინმა სატელეფონო საუბრისას უკრაინისა და სირიის საკითხები განიხილეს

რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და ვლადიმერ პუტინმა სატელეფონო საუბრისას უკრაინისა და სირიის საკითხები განიხილეს.

თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ქვეყნების ლიდერებმა ორმხრივი ურთიერთობების მდგომარეობა და პერსპექტივები განიხილეს, ასევე რეგიონული პროცესები რუსეთ-უკრაინის ომზე აქცენტით.

თურქეთის სახელმწიფოს მეთაურმა აღნიშნა, რომ აუცილებელია ნაბიჯების გადადგმა რუსეთის ფედერაციასა და უკრაინას შორის მშვიდობის რაც შეიძლება მალე აღდგენის მიმართულებით, ომის უარყოფითი შედეგების მინიმუმამდე დაყვანისა და მხარეებს შორის ნდობის ატმოსფეროს შესაქმნელად.

ერდოღანმა პუტინთან საუბარში მზადყოფნა გამოთქვა, მონაწილეობა მიიღოს სტამბოლში რუსეთის, უკრაინისა და გაერო-ს შეხვედრის ორგანიზების მიმართულებით და მხარეების მხრიდან ამ ინიციატივის მხარდაჭერის იმედი გამოთქვა.

პრეზიდენტმა ერდოღანმა სირიაში არსებულ ვითარებაზე აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ თურქეთთან მოსაზღვრე სირიის რეგიონების ტერორისტებისგან გაწმენდის მოთხოვნა ცალკე პუნქტად იქნა შეტანილი 2019 წლის ოქტომბრის შეთანხმებაში, საკითხი კვლავ ღიად რჩება. მისი თქმით, სირიაში არ არსებობს ტერორისტებისგან გაწმენდილი ზონა თურქეთის საზღვრიდან 30 კილომეტრის მანძილზე და ხაზი გაუსვა ამ ტერიტორიებზე უსაფრთხოების უზრუნველყოფის მნიშვნელობას.