რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ბენიამინ ნეთანიაჰუ ჰიტლერს, სტალინსა და მუსოლინის შეადარა
რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ბენიამინ ნეთანიაჰუ ჰიტლერს, სტალინსა და მუსოლინის შეადარა

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ჰიტლერს, სტალინსა და მუსოლინის შეადარა.

„ნეთანიაჰუ და მისი ადმინისტრაცია ღაზაში მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებით თავიანთ სახელებს ისტორიის ფურცლებზე ჰიტლერის, მუსოლინისა და სტალინის გვერდით წერენ“, – განაცხადა ერდოღანმა.

თურქეთის პრეზიდენტი ისრაელის მთავრობას ღაზაზე განხორციელებული იერიშების გამო მუდმივად აკრიტიკებს. ერდოღანმა ისრაელს „ტერორისტული სახელმწიფო“ უწოდა და თქვა, რომ ისრაელი ღაზის სექტორში გენოციდს ახორციელებს.