რეჯეფ თაიფ ერდოღანმა აზერბაიჯანთან გაფორმებული სამი შეთანხმების ძალაში შესვლის თარიღები დაამტკიცა
რეჯეფ თაიფ ერდოღანმა აზერბაიჯანთან გაფორმებული სამი შეთანხმების ძალაში შესვლის თარიღები დაამტკიცა

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა აზერბაიჯანთან გაფორმებული სამი შეთანხმების ძალაში შესვლის თარიღები დაამტკიცა.

მედიის ცნობით, დამტკიცებულია „აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის შეთანხმება ენერგეტიკისა და სამთო სფეროებში თანამშრომლობის თაობაზე, რომელიც 2021 წლის 29 აპრილიდან უკვე მოქმედებს, ასევე „შეთანხმებები აზერბაიჯანისა და თურქეთის მთავრობებს შორის თავდაცვის ინდუსტრიის სფეროში“, რომელიც 2021 წლის 21 აპრილიდან მოქმედებს და „შეთანხმებები აზერბაიჯანისა და თურქეთის მთავრობებს შორის კულტურული ცენტრების შექმნის, ფუნქციონირებისა და საქმიანობის შესახებ“, რომელიც 2021 წლის მარტიდან მოქმედებს.