თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა აშშ-ში ვიზიტი გადადო. ამის შესახებ ერდოღანმა ბერძნულ მედიასთან საუბრისას განაცხადა.
პრეზიდენტის თქმით, ვიზიტი ორივე ქვეყნის წარმომადგენლების შეუთავსებელი გრაფიკის გამო გადაიდო.
„როგორც ცნობილია, აშშ-ში მალე არჩევნებია და პრეზიდენტ ბაიდენის გრაფიკი კიდევ უფრო დატვირთული გახდა“, – ამბობს ერდოღანი.
შეგახსენებთ, მარტის თვეში ცნობილი გახდა, რომ თურქეთის ლიდერი აშშ-ს ეწვეოდა ოფიციალური ვიზიტით და თეთრ სახლში 9 მაისს ბაიდენთან გამართავდა შეხვედრას.