რეჯეფ თაიფ ერდოღანმა 39 პროვინციაში ახალი გუბერნატორები დანიშნა.
თურქეთის პრეზიდენტის განკარგულების თანახმად, 81 პროვინციიდან 31-ს ახალი გუბერნატორი ეყოლება. მათ შორის არის ანკარა და სტამბოლიც.
ანკარის გუბერნატორად სტამბოლის უკვე ყოფილი გუბერნატორი, ვასიპ საჰინი დაინიშნა. ქვეყნის სამხრეთში მდებარე გაზიანთეფის პროვინციის გუბერნატორი, ალი იერლიკა კი მომავალში სტამბოლის გუბერნატორი იქნება.
თურქეთის ლიდერის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის შესაბამისი განკარგულება გამოცემა Resmi Gazete-ში დაიბეჭდა.