რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, ე.წ. მარცვლეულის შეთანხმების აღდგენა დასავლეთზეა დამოკიდებული
თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, ე.წ. მარცვლეულის შეთანხმების აღდგენა დასავლეთზეა დამოკიდებული.
რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, შავი ზღვის მარცვლეულის დერეფნის ხელახლა ამოქმედება შესაძლებელია, თუ დასავლეთი აღებულ ვალდებულებებს დაიცავს.
თურქეთის პრეზიდენტმა ეს განცხადება ანკარაში დიპლომატების ყოველწლიურ შეკრებაზე გააკეთა. ერდოღანმა გაკიცხა დასავლეთი იმის გამო, რომ მან ვერ შეძლო „შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის მიერ შექმნილი პოზიტიური ატმოსფეროს გადაქცევა ცეცხლის შეწყვეტად და შემდგომში კი – გრძელვადიან ზავად.“
ერდოღანმა ისიც თქვა, თუ ომი შავ ზღვაში გადაინაცვლებს, ეს მთელი რეგიონისთვის კატასტროფული იქნება. ამასთან, თურქეთის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ შექმნილი მდგომარეობიდან გამოსავლის პოვნა შესაძლებელია.