რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 9 057-მდე გაიზარდა
თურქეთის პრეზიდენტის განცხადებით, მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 9 057-მდე გაიზარდა.
რეჯეფ თაიფ ერდოღანი სტიქიის ზონაში დაზარალებულ მოსახლეობას ხვდება. ამჟამად ის იმყოფება ჰატაიში, ქალაქში, რომელიც თითქმის მთლიანად დაინგრა.
ერდოღანის თქმით, სამძებრო-სამაშველო ოპერაციებში 60 000 უცხო ქვეყნის მოხალისე-მაშველია ჩართული.
მანამდე ერდოღანი ქაჰრამანმარაშში იმყოფებოდა. ერდოღანმა ადგილობრივ მოსახლეობას განუცხადა, რომ ახალი საცხოვრებელი კორპუსები ერთი წლის ვადაში აშენდება. ამასთან, აღნიშნა, რომ თითოეული დაზარალებული ოჯახი მთავრობისგან დახმარების სახით 10 ათას ლირას მიიღებს.