თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი სახელმწიფო ვიზიტით აზერბაიჯანში იმყოფება.
აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ამ წუთებში ერდოღანსა და ილჰამ ალიევს შორის პირისპირ მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
თურქეთის პრეზიდენტი და პირველი ლედი აზერბაიჯანში გუშინ საღამოს ჩაფრინდნენ. ერდოღანი აზერბაიჯანში ჩრდილოეთ კვიპროსიდან ჩავიდა. ეს ინაუგურაციის შემდეგ თურქეთის პრეზიდენტის პირველი ვიზიტია ქვეყნის ფარგლებს გარეთ.