რეჯეფ თაიფ ერდოღანი უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტებთან სატელეფონო საუბარს გამართავს
4 იანვარს თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტებთან სატელეფონო საუბარს გამართავს. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტის მრჩეველმა, იბრაჰიმ კალინმა განაცხადა.
კალინმა არ დააკონკრეტა, რა თემებზე აპირებს ერდოღანი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან საუბარს.
ცნობისთვის, რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და ზელენსკის შორის ბოლო საუბარი 11 დეკემბერს შედგა, მაშინ ლიდერებმა მარცვლეულის კრიზისზე ისაუბრეს. ასევე 11 დეკემბერს შედგა ბოლო სატელეფონო საუბარი თურქეთის პრეზიდენტსა და პუტინს შორის.