რეჯეფ თაიფ ერდოღანი - უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის მიმართ ჩვენი მხარდაჭერა ურყევია, უკრაინისთვის ყირიმის დაბრუნება საერთაშორისო სამართლის შესაბამისი მოთხოვნაა
უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის მიმართ ჩვენი მხარდაჭერა ურყევია. უკრაინისთვის ყირიმის დაბრუნება საერთაშორისო სამართლის შესაბამისი მოთხოვნაა, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა „ყირიმის პლატფორმაზე“ ვიდეომიმართვისას განაცხადა.
ამასთან, ერდოღანის თქმით, თურქეთის სურვილია კონფლიქტის მოგვარება.
„ჩვენი გულწრფელი სურვილია, ომი დასრულდეს სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობით, რომელიც დაფუძნებული იქნება უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობაზე, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობაზე“, – აღნიშნა ერდოღანმა.