რეჯეფ თაიფ ერდოღანი - უკრაინის მარცვლეულის მსოფლიო ბაზარზე შეტანით, ჩვენ უზრუნველვყავით სასურსათო კრიზისის შედარებით შემცირება
უკრაინის მარცვლეულის მსოფლიო ბაზარზე შეტანით, ჩვენ უზრუნველვყავით სასურსათო კრიზისის შედარებით შემცირება, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.
თურქეთის პრეზიდენტის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი ყოყმანობს, ანკარა გააგრძელებს კაცობრიობისთვის მონდომებით მსახურების ძალისხმევას.
მოსკოვმა კიევი მის შავი ზღვის ფლოტზე თავდასხმაში დაადანაშაულა და 29 ოქტომბერს შეთანხმებიდან გავიდა, რომლის მიხედვითაც, უკრაინული მარცვლეულის მიწოდება „განუსაზღვრელი ვადით“ შეფერხდა.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ თურქეთის ხელისუფლების წარმომადგენლები რუსეთის მთავრობასთან შეთანხმების გაგრძელებაზე კონსულტაციებს მართავენ.