რეჯეფ თაიფ ერდოღანი - უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის შემდეგ, ნატო-ს უფრო გადამწყვეტი ნაბიჯი უნდა გადაედგა
უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის შემდეგ, ნატო-ს უფრო გადამწყვეტი ნაბიჯი უნდა გადაედგა, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.
ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.
თურქეთის პრეზიდენტის თქმით, ანკარამ ნატო-ს საკუთარი პოზიცია გადასცა და ალიანსის ხელმძღვანელთან, იენს სტოლტენბერგთან მკაფიო საუბარი გაიმართა.
„ამჟამად ევროკავშირმა და ყველა დასავლურმა მენტალიტეტმა სამწუხაროდ, არ აჩვენა სერიოზულად განსაზღვრული პოზიცია, ისინი ყველა მუდმივად რჩევებს აძლევენ უკრაინას”, – აღნიშნა ერდოღანმა.
თურქეთის პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ ნატო-ს სამიტი მხოლოდ დაგმობით არ შემოიფარგლება.