რეჯეფ თაიფ ერდოღანი - თურქეთს ვაშინგტონის სანქციები და ეროვნული ვალუტის კურსის დაცემა არ შეაშინებს
რეჯეფ თაიფ ერდოღანი - თურქეთს ვაშინგტონის სანქციები და ეროვნული ვალუტის კურსის დაცემა არ შეაშინებს

კაპიტულაციას არ ვაცხადებ მათ წინაშე, ვისაც თავი სტრატეგიულ პარტნიორად მოაქვს, სინამდვილეში კი, თურქეთი „სტრატეგიულ მიზნად“ აქცია, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, „სამართლიანობისა და განვითარების“ პარტიის ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ამერიკის შეერთებულ შტატებზე საუბრის დროს თურქეთის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ ქვეყანას ვაშინგტონის სანქციები და ეროვნული ვალუტის კურსის დაცემა არ შეაშინებს.

„ზოგი ცდილობს, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა სანქციებით, ინფლაციითა და ვალუტის კურსის დაცემით ცუდ მდგომარეობაში ჩააყენოს. საჯაროდ ვაცხადებთ, რომ მათი თამაში ამოვიცანით და იმავე თამაშში ვიწვევთ“, – განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.

აღსანიშნავია, რომ „სამართლიანობისა და განვითარების“ პარტიის ყრილობაზე ხელმძღვანელად რეჯეფ თაიფ ერდოღანი კიდევ ერთხელ დაამტკიცეს. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ პარტიის ხელმძღვანელად დანიშვნა პრეზიდენტს კიდევ უფრო მეტ ძალაუფლებას მისცემს როგორ პარტიაში, ისე მის გარეთ.