რეჯეფ თაიფ ერდოღანი - თურქეთის შეიარაღებული ძალები სირიიდან გაქცეულ ტერორისტებს დაედევნებიან
თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, თურქეთის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები სირიის ტერიტორიიდან გაქცუელ ტერორისტებს დაედევნებიან.
„ჩვენ ვხედავთ, როგორ ცდილობენ ტერორისტები დამალვას. ისინი გაქცევას შეეცდებიან, ჩვენ კი მათ დავედევნებით. თურქეთის შეიარაღებული ძალები აფრინში მიმდინარე სამხედრო ოპერაციას უახლოეს ხანში დაასრულებენ”, – განაცხადა ერდოღანმა.
თურქეთის გენშტაბში სირიის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ გუშინ განაცხადეს, თურქეთის პრემიერ-მინისტრმა დღეს ადგილობრივ მედიასთან განაცხადა, რომ სამხედრო ოპერაცია ოთხი ეტაპისგან შედგება და ის აფრინის შიგნით 30 კილომეტრიანი უსაფრთხოების ზონის მოწყობას ითვალისწინებს.
თურქეთის არმია აფრინში დაბანაკებულ სირიელი ქურთების დაჯგუფებებს უტევს, რომლებსაც ანკარაში „ქურთისტანის მუშათა პარტიასთან“ კავშირში სდებენ ბრალს.