რეჯეფ თაიფ ერდოღანი - თურქეთის სამხედრო ოპერაცია თავის მიზანს ქალაქ ტელ-რიფაატზე კონტროლის დამყარების შემდეგ მიაღწევს
რეჯეფ თაიფ ერდოღანი - თურქეთის სამხედრო ოპერაცია თავის მიზანს ქალაქ ტელ-რიფაატზე კონტროლის დამყარების შემდეგ მიაღწევს

სირიაში თურქეთის სამხედრო ოპერაცია თავის მიზანს ქალაქ ტელ-რიფაატზე კონტროლის დამყარების შემდეგ მიაღწევს, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა.

ქალაქ ტრაბზონში მმართველი პარტიის რეგიონულ კონგრესზე სიტყვით გამოსვლისას, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა აღნიშნა, რომ ქალაქის აღება მოკლე ვადებში მოხდება.

ტელ-რიფაატი ალეპოდან 50 კილომეტრში მდებარეობს.

ერდოღანმა აშშ-ს ასევე მოუწოდა, რომ სირიის ქალაქ მანბიჯზე კონტროლი ქურთული სამხედრო ჯგუფების ნაცვლად მის ნამდვილ მფლობელებს დაუბრუნოს.

„თუ ტერორისტული ჯგუფები ქალაქიდან არ გავლენ, მაშინ ამას ჩვენ გავაკეთებთ რეგიონის ხალხებთან ერთად“, – თქვა თურქეთის პრეზიდენტმა.