რეჯეფ თაიფ ერდოღანი - თურქეთის დემოკრატიის დიდი დღესასწაულია, რომ 14 მაისის არჩევნები მშვიდობიანად ჩატარდა
თურქეთის დემოკრატიის დიდი დღესასწაულია, რომ 14 მაისის არჩევნები მშვიდობიანად და სიმშვიდით ჩატარდა, – ამის შესახებ თურქეთის მოქმედმა პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საკუთარ „ტვიტერზე“ დაწერა.
ერდოღანმა შედეგების ოფიციალურად დასრულებამდე, კოლეგებს საარჩევნო ყუთებთან დარჩენისკენ მოუწოდა.
„მიუხედავად იმისა, რომ არჩევნები ასეთ პოზიტიურ და დემოკრატიულ ატმოსფეროში ჩატარდა და ხმების დათვლა ჯერ კიდევ მიმდინარეობს, შედეგების ნაჩქარევად გამოცხადების მცდელობა ეროვნული ნების წინააღმდეგ წასვლას ნიშნავს. მოხარული ვარ, რომ ჩვენი ერის კეთილგანწყობა აისახება მიმდინარე ხმების დათვლაში“, – წერს ერდოღანი.
როგორც ერდოღანმა დაწერა, მადლობას უხდის ყველა მოქალაქეს, ვინც დემოკრატიის სახელით მისცა ხმა და ყველას, ვინც მონაწილეობა მიიღო საარჩევნო მუშაობის პროცესში.