თურქეთი თავის მომავალს ევროკავშირში ხედავს. თურქული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენთან ვიდეოკონფერენციის ფორმატში გამართული მოლაპარაკებისას განაცხადა.
ერდოღანის თქმით, ევროკავშირი თურქეთის დღის წესრიგში პრიორიტეტულ პოზიციას იკავებს.
თურქეთის ლიდერი 2021 წლისთვის ევროკავშირთან საიმიგრაციო სფეროში თანამშრომლობისთვის ახალი ეფექტური გარემოს შექმნის ინიციატივით გამოდის. ერდოღანი ასევე აუცილებლად მიიჩნევს ევროკავშირთან საბაჟო კავშირის განახლებას, თურქეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის უზრუნველყოფასა და ევროკავშირში თურქეთის წევრობისთვის ახალ ნაბიჯებს.