რეჯეფ თაიფ ერდოღანი - თურქეთი მზად არის, გახსნას გენერალური საკონსულო შუშაში აზერბაიჯანული მხარის პირველი განცხადებისთანავე
თურქეთი მზად არის, გახსნას გენერალური საკონსულო შუშაში აზერბაიჯანული მხარის პირველი განცხადებისთანავე. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ბაქოში აზერბაიჯანელ კოლეგა ილჰამ ალიევთან გაფართოებული ფორმატის შეხვედრის დაწყებისას განაცხადა.
თურქეთის ლიდერის თქმით, შუშაში თურქეთის დიპლომატიური მისიის გახსნა იქნება განსაკუთრებული გზავნილი არა მხოლოდ სომხეთისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის.
ერდოღანის თქმით, შუშის დეკლარაციით ანკარასა და ბაქოს შორის კავშირები სამოკავშირეო დონემდე გაიზარდა და თურქული მხარე მზად არის, აზერბაიჯანთან თანამშრომლობის განვითარება გააგრძელოს.