რეჯეფ თაიფ ერდოღანი - თურქეთი კორონავირუსის ეპიდემიის დასასრულს უახლოვდება
თურქეთის პრეზიდენტ რეჯეპ თაიფ ერდოღანის თქმით, ქვეყანამ „წარმატებით გაართვა თავი“ კორონავირუსის ინფექციის ეპიდემიას და მის დასასრულს უახლოვდება.
„ნორმალიზაციის პირველი ეტაპი ცხადჰყოფს, რომ სწორ გზაზე ვართ. მჯერა, რომ ჩვენ დავძლევთ პანდემიას მინიმალური დანაკარგით, რაც განპირობებული იქნება წესების დაცვით. მათ შორის პირბადეების ტარებით, დისტანციისა და ჰიგიენის დაცვით“, – განაცხადა ერდოღანმა.
მან ასევე მადლობა გადაუხადა მოქალაქეებს, რომლებიც რამადანის დღესასწაულზე სახლებში დარჩნენ.
შეგახსენებთ, რომ ბოლო ოთხი დღის განმავლობაში თურქეთში კომენდანტის საათი მოქმედებდა.
თურქეთში ბოლო 24 საათში 948 ინფიცირებული გამოვლინდა. რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება 739 პაციენტი. ეპიდემიის შედეგად თურქეთში 4397 ადამიანი გარდაიცვალა.