რეჯეფ თაიფ ერდოღანი - თურქეთი იმედოვნებს, რომ მომავალი წლიდან აშშ-სთან და ევროკავშირთან ურთიერთობების ახალ ეტაპს დაიწყებს
თურქეთი იმედოვნებს, რომ მომავალი წლიდან აშშ-სთან და ევროკავშირთან ურთიერთობების ახალ ეტაპს დაიწყებს, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მმართველი პარტიის – „სამართლიანობის და განვითარების პარტიის“ საპარლამენტო ჯგუფთან შეხვედრაზე განაცხადა.
თურქეთის პრეზიდენტმა აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს მოუწოდა, ორი ქვეყნის ურთიერთობებს სათანადო ყურადღება დაუთმოს.
„ჩვენ გვჯერა, რომ აშშ-ის ახალი პრეზიდენტი, ბატონი ბაიდენი ასევე სათანადო ყურადღებას გაამახვილებს თურქეთ-ამერიკის ურთიერთობებზე. ჩვენ არ გვაქვს ცრურწმენა და მტრობა ვინმეს მიმართ. ჩვენ დღემდე მივრბოდით მათკენ, ვინც ერთი ნაბიჯიც კი გადმოდგა ჩვენკენ. ჩვენ შევინარჩუნეთ იგივე გულწრფელობა და ოპტიმიზმი. ვერ ვხედავთ ჩვენს მრავალმხრივ პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სამხედრო კავშირებს, როგორც აშშ-სთან კარგად დამყარებული ურთიერთობების ალტერნატივას“, – განაცხადა ერდოღანმა.
თურქეთის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ქვეყანა გააგრძელებს მუშაობას რეგიონში მშვიდობის, სამართლიანობისა და კეთილდღეობისთვის.
რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, თურქეთი იმედოვნებს, რომ ევროკავშირი სტრატეგიულ სიბრმავეს მოიცილებს, რაც თურქეთს ბლოკისგან აშორებს.