თურქეთი არის ქვეყანა, რომელიც იბრძვის, მაგრამ არ მიილტვის ომისკენ, – ეს ქვეყნის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.
„ბოლო ოპერაციამ აჩვენა, რამდენად ეფექტურად იბრძვის თურქეთის არმია, თუმცა, მიუხედავად ამისა, ჩვენ ომისკენ არ მივილტვით“, – განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.
თურქეთის პრეზიდენტის თქმით, ანკარა არ დატოვებს სირიის მოქალაქეებს სისხლიანი რეჟიმისა და მისი მომხრეების იმედად.
„ჩამოგდებულია სამი თვითმფრინავი და რვა ვერტმფრენი. რა თქმა უნდა, თურქეთსაც აქვს დანაკარგი, თუმცა ჩენ არ დავტოვებთ სირიელებს“, – განაცხადა ერდოღანმა.