რეჯეფ თაიფ ერდოღანი - თურქეთი განაგრძობს ინტენსიურ ძალისხმევასა და დიპლომატიურ მიდგომას შავი ზღვის „მარცვლეულის შეთანხმების“ გასაგრძელებლად
რეჯეფ თაიფ ერდოღანი - თურქეთი განაგრძობს ინტენსიურ ძალისხმევასა და დიპლომატიურ მიდგომას შავი ზღვის „მარცვლეულის შეთანხმების“ გასაგრძელებლად

თურქეთი განაგრძობს ინტენსიურ ძალისხმევასა და დიპლომატიურ მიდგომას შავი ზღვის „მარცვლეულის შეთანხმების“ გასაგრძელებლად, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა.

ერდოღანის თქმით, შეთანხმების დიდი ხნით შეჩერება სარგებელს არავის მოუტანს.

ერდოღანმა ასევე აღნიშნა, რომ არ უნდა გადაიდგას ისეთი ნაბიჯები, რომელსაც რუსეთ-უკრაინის ომის გამწვავება შეუძლია.

როგორც თურქული მედია იუწყება, ლიდერები ვლადიმერ პუტინის თურქეთში ვიზიტზეც შეთახმდნენ.